ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ – ფარგლებში, 2023 წლის 6 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“, რომელშიც საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ფსიქოლოგები, მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა ჭკადუა; პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ - კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, პროეფსორები ნინო წერეთელი და გუგული მაღრაძე; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი; ადამიანის უნარების, სტრატეგიისა და შესაძლებლობების გაძლიერების ცენტრის ხელომძღვანელი რობერტო რიგი (იტალია), ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფეოსორი ირენა კუდლინსკა (პოლონეთი) და ტრანსილვანიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი დანიელა პოპა (რუმინეთი).
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 22 მოხსენება. თემატიკამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რის გამოც 30 მსმენელი დარეგისტრირდა. მუშაობდა სამი სექცია, სადაც სტუდენტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მადლობას ვუხდით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს და პროექტის ადგილობრივ მენეჯერს, ქ-ნ ნინო კორინთელს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.