მიმდინარე წლის 26, 27 და 28 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს WSG საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც იმართება საგანმანათლებლო მიზნებისთვის პარტნიორთათვის Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში. აღნიშნულ შეხვედრებზე უნივერსიტეტს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე, მკვლევარი – ქეთევან ნარიმანიშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – თეა თათენაშვილი.
საინფორმაციო შეხვედრა გახსნა კონსოლციუმის კოორდინატორმა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა -ქალბატონმა ინდირა ძაგანიამ, მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკის უნივერსიტეტი ბიდგოშჩში პროექტის კოორდინატორი ირინა კუდლინსკა, კანცლერი ფილიპი სიკორა ხოლო პრეზენტაციას უძღვებოდნენ, მაგდალენა ბერგმანი და ევა კანიევსკა. პირველი დღე დაეთმო შემდეგ საკითხებს: გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება ბიდგოშის უნივერისტეტში არსებული ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კონსულტაციების სერვისების შესახებ; ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმები; ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის და კონსულტაციის სხვადასხვა მექანიზმები და პროცედურები, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალის და სხვა ბენეფიციარებისთვის.
27 ოქტომბერს, საინფორმაციო შეხვედრის მეორე დღეს, მსმენელებს პრეზენტაცია წარუდგინა რობერტ ლაუკსმა. პრეზენტაციისას მან ვიდეო და ფოტო მასალით გაუზიარა პარტნიორებს, მათ უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების, ფსიქოლოგიის და შემეცნებითი მეცნიერების ლაბორატორიის შესახებ.
მესამე პრეზენტაცია წარმოადგინა იაცეკ რუდნევსკიმ – ბენეფიციარების მოძიებისა და მოზიდვის საშუალებები.
28 ოქტომბერი საინფორმაციო შეხვედრის მესამე დღე წარმოადგენდა ერთგვარ შეჯამებას. მომხსენებელმა რობერტ ლაუკსმა წარმოადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციისა და დაფინანსების ფორმების შესახებ, ასევე ისაუბრა სხვა დამხმარე სერვისებზე.
შეხვედრის ბოლოს განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებთან არსებული სერვისების შესახებ, რომელთაც აქვთ მენტალური ან ფსიქიკური პრობლემები. შეხვედრები დასრულდა საინტერესოდ, კითხვა პასუხის რეჟიმში.